კამერები მაღაზიისთვის
მაღაზიაში კამერა სამ სხვადასხვა ამოცანას წყვეტს და თითოეულს სხვა ადგილი და სხვა კამერა სჭირდება: ქურდობა დარბაზში, დავა სალაროსთან და საქონლის მოძრაობა საწყობში.
ერთი და იგივე კამერა სამივეს ვერ ფარავს — და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც „ვიყიდე კომპლექტი და დავაყენე" ხშირად ვერაფერს იძლევა.
ოთხი წერტილი, საიდანაც უნდა დაიწყო
1. შესასვლელი
კარისკენ მიმართული, თვალის სიმაღლეზე ოდნავ მაღლა. ამოცანა — სახის ამოცნობა, ანუ 4MP და ვიწრო კუთხე. აქ აუცილებელია WDR: დღისით კარი ნათელია, შიგნით ბნელი, და ამის გარეშე მხოლოდ სილუეტს დაინახავ.
2. სალარო
ზემოდან და ოდნავ გვერდიდან — ისე, რომ ჩანდეს ხელი, ბანკნოტი და აპარატი ერთდროულად. პირდაპირ ზემოდან დაყენებული კამერა თავის თხემს იღებს და არაფერს ამტკიცებს.
აქ 4MP მინიმუმია. სალაროსთან დავა კონკრეტულ დეტალზეა — რომელი კუპიურა გადაეცა, მიიღო თუ არა ხურდა — და დაბალი გარჩევადობა ამ კითხვას ვერ პასუხობს.
3. დარბაზი და თაროები
აქ ფართო კუთხე გჭირდება და 2MP საკმარისია. ამოცანა დაკვირვებაა, არა ამოცნობა: ვინ სად გაჩერდა, რა აიღო, საით წავიდა.
კამერა ისე დააყენე, რომ თაროებს შორის დერეფანი გრძლივად ჩანდეს, არა განივად. განივი ხედი მხოლოდ პირველ თაროს აჩვენებს.
4. საწყობის კარი
მაღაზიის ყველაზე ხშირად დავიწყებული წერტილი. საქონლის უმეტესობა დარბაზიდან კი არა, უკანა კარიდან ქრება. ერთი 2MP კამერა საკმარისია.
ტიპური კონფიგურაცია და ფასი
| მაღაზია | კამერა | აპარატურა |
|---|---|---|
| პატარა, 50 კვ.მ-მდე | 3–4 | 700–1,100 ₾ |
| საშუალო, 50–150 კვ.მ | 5–8 | 1,400–2,600 ₾ |
| დიდი, საწყობით | 8–12 | 2,600–4,500 ₾ |
ფასები აპარატურაზეა, დღგ-ჩათვლით, ჩვენი კატალოგიდან. მონტაჟი ცალკე ითვლება — მასზე კაბელის სიგრძე უფრო მეტად მოქმედებს, ვიდრე კამერების რაოდენობა.
სამი შეცდომა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვხვდებით
- კამერა თაროს უკან. ხედს ფარავს საქონელი, რომელიც სეზონზე იცვლება — ზამთარში მუშაობდა, ზაფხულში აღარ.
- ყველა კამერა ერთნაირი. ფართოკუთხიანი სალაროსთან სახეს ვერ აჩვენებს.
- ჩამწერი დარბაზში, ღია თაროზე. ქურდი პირველად მას იღებს. ჩამწერი ჩაკეტილ ადგილას უნდა იდგეს.
კანონი — ორი რამ, რაც მაღაზიას ეხება
გაფრთხილების ნიშანი შესასვლელზე სავალდებულოა. თანამშრომლების წერილობითი გაფრთხილება — ასევე, თუ სამუშაო ადგილი კადრში ხვდება.
ორივე ჩვენს მონტაჟში შედის. დეტალურად ცალკე სტატიაში →
ხშირი კითხვები
- რამდენი კამერა სჭირდება მაღაზიას?
- პატარას 3–4. მთავარია წერტილები, არა ფართობი.
- სალაროზე კამერა სავალდებულოა?
- კანონით არა, პრაქტიკულად დიახ — დავა სწორედ იქ ჩნდება.
- თანამშრომლებზე დაკვირვება შემიძლია?
- მხოლოდ ქონების დაცვის მიზნით და წერილობითი გაფრთხილებით.
- რა ჯდება?
- 4-კამერიანი კომპლექტი 700–1,400 ₾, აპარატურა.