ღრუბლოვანი თუ ლოკალური ჩაწერა
ათი წლის წინ კითხვა არ არსებობდა: კამერა ჩამწერს უერთდებოდა, ჩამწერი კარადაში იდგა. დღეს კამერების ნაწილი პირდაპირ ინტერნეტში წერს და ჩამწერი საერთოდ არ სჭირდება. ორივე მუშაობს — მაგრამ სულ სხვა პირობებში ჩერდება. ეს სტატია სწორედ ამ პირობებზეა.
სამი მოდელი, არა ორი
- ლოკალური — NVR/DVR ან კამერაში მეხსიერების ბარათი. ვიდეო ობიექტს არ ტოვებს. NVR თუ DVR →
- ღრუბლოვანი — კამერა პროვაიდერის სერვერზე წერს, შენ აპლიკაციით უყურებ. ჩამწერი არ არის.
- ჰიბრიდული — ჩაწერა ლოკალურად, ღრუბელში მხოლოდ განგაშის კლიპები ან შერჩეული კამერების ასლი. პრაქტიკაში ყველაზე ხშირად სწორედ აქ მთავრდება არჩევანი.
რა ხდება, როცა რაღაც წყდება
სისტემის ხარისხი მაშინ ჩანს, როცა რაღაც არ მუშაობს. სამი ტიპური შემთხვევა:
| რა მოხდა | ლოკალური | ღრუბლოვანი |
|---|---|---|
| ინტერნეტი გაითიშა | წერს, დისტანციური ნახვა წყდება | ნახვაც და ჩაწერაც წყდება, თუ ბარათი არ არის |
| ელექტროობა გაითიშა | ჩერდება UPS-ის გარეშე | ჩერდება UPS-ის გარეშე |
| ჩამწერი მოიპარეს / დაზიანდა | ჩანაწერიც წავიდა | ჩანაწერი ადგილზეა |
| პროვაიდერმა სერვისი შეწყვიტა | არ ეხება | კამერა შეიძლება უსარგებლო გახდეს |
ბოლო სტრიქონი ხშირად გამორჩება: ღრუბლოვანი კამერა კამერაზე მეტად სერვისია. თუ პროვაიდერი ფასს ცვლის ან ბაზარს ტოვებს, კამერა მასთან ერთად მიდის. ლოკალური ჩამწერი არავისზე არ არის დამოკიდებული. კვება და UPS →
ვადა და მოცულობა
ლოკალურში შენახვის ვადას დისკი განსაზღვრავს და ის წინასწარ ითვლება — რამდენი ხნის ჩანაწერი შემინახება →. ღრუბლოვანში ვადა გამოწერის პაკეტშია ჩაწერილი: ხშირად რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე, და უფრო გრძელი — უფრო ძვირი. თუ კანონი ან სადაზღვევო კომპანია კონკრეტულ ვადას მოითხოვს, ეს კითხვა ყიდვამდე უნდა დაისვას.
სად ინახება ვიდეო — და ვის ეხება
ვის რა უხდება
- ერთი-ორი კამერა, სერვერისთვის ადგილი არ არის (ბინა, პატარა ჯიხური) — ღრუბლოვანი ან კამერაში ბარათი. მარტივია, გამოწერას წინასწარ დათვალე.
- მაღაზია, საწყობი, ოფისი — 4+ კამერა — ლოკალური ჩამწერი UPS-ით. ვადა კონტროლდება, თვიური ხარჯი არ არის.
- რაც დაკარგვას არ იტანს (სალარო, შესასვლელი) — ჰიბრიდი: ლოკალური ჩაწერა + ამ კამერების ასლი ღრუბელში.
ჩვენ ორივე ტიპის აღჭურვილობა გვაქვს და ორივეს ვაყენებთ — რჩევა ობიექტზეა დამოკიდებული, არა კატალოგზე. კატალოგი →
ხშირი კითხვები
- ინტერნეტი გაითიშა — ღრუბლოვანი კამერა წერს?
- მხოლოდ თუ მეხსიერების ბარათი აქვს და ეს რეჟიმი ჩართულია.
- ჩამწერი მოიპარეს — ჩანაწერიც წაიღეს?
- ლოკალურში დიახ; ამიტომ ჩამწერი იცავს ან ღრუბელში ასლი იგზავნება.
- ღრუბლოვანი ჩაწერა უფრო უსაფრთხოა?
- სხვა რისკებია — ანგარიშის პაროლი და უცხო სერვერი. 2FA აუცილებელია.
- რომელი უფრო იაფია?
- ლოკალური ერთჯერადია, ღრუბლოვანი ყოველთვიური — ვადაზეა დამოკიდებული.